ტრენინგის მეცხრე დღე. დასრულდა ინტელის ტრენინგი ,,პროექტით სწავლება“, რომელიც მეტად ნაყოფიერი, საინტერესო და ბევრისმომცემი გამოვიდა, რაც წაგვადგება შემდგომ მუშაობასა და პრაქტიკაში.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჯგუფში, მოვახდინეთ საკუთარი შეხედულებებისა და შენიშვნების გაზიარება. მადლობა ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და კეთილი რჩევებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს, რომელიც მუხლჩაუხრელად და ენერგიულად მუშაობდა ჩვენთან, ბევრი ახალი და საინტერესო რამ შეგვასწავლა.მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავუთმობდი დროს მსგავს ინოვაციურ ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება“ ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის.ტრენინგი ჩაგვიტარა ტრენერმა ქალბატონმა დიანა მიქაძემ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ. ამ ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, მეტად ჩავრთოთ სასწავლო პროცესში, სასწავლო პროცესი გავხადოთ მრავალფეროვანი და მოსწავლისთვის მიმზიდველი. შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება, ინფორმაციის
Posts
Showing posts from September, 2017
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეშვიდე დღე. დღეს გავეცანით შეფასებასა და ფასილიტაციას.აგრეთვე, განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სწავლებას, რომელიც მეტად საჭირო და აუცილებელია სასწავლო პროცესის დროს. შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი და სრულყოფაში მოვიყვანეთპროექტის გეგმის შაბლონი. დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი გამოვიდა.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეოთხე დღე. დღეს განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას თავისი მეთოდებით.ესენია: 1)მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების სტრატეგია;2)წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგია; 3)პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები; 4)სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის; 5) გაგებისა და უნარების შემოწმების სტრატეგიები. გავიგეთ, რომ პირველი ოთხი სტრატეგია განმავითარებელ შეფასებას მიეკუთვნება, ხოლო მეხუთე უკვე განმსაზღვრელს.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მესამე დღე. დღევანდელი დღე იყო შრომატევადი, ნაყოფიერი და საინტერესო.დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,რაც მნიშვნელოვანი ნაწილია ზოგადად კარგი პროექტის შემუშავებაში. სასწავლო პროექტის დაგეგმვაშიუნდა გავითვალისწინოთ სტანდარტები,აუცილებელია მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა. ყველა ეს საკითხი კარგად გავიაზრეთ და გავითვალისწინებთ შემდგომ პროექტების მუშაობის დროს.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეორე დღე. დღევანდელი დღე საინტერესო და სასიამოვნო იყო. პირველი დღისგან გათამამებული დღეს მეტად თვითდაჯერებული ვარ. დღეს ვიმუშავეთ ბლოგებში.თავიდან რთული მომეჩვენა ,მაგრამ ახლა ვხვდები როგორი სახალისო და ამავდროულად სასარგებლო და თანამედროვეა. დიდად წაგვადგება პედაგოგიურ პრაქტიკა-საქმიანობაში.გავიარეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპები დეტალურად.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის პირველი დღე ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და სიახლის მომტანი. პროექტებით სწავლება თანამშრომლებისგან ვიცოდი,რომელთაც გავლილი ჰქონდათ აღნიშნული ტრენინგი. მე ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი და გამოგიტყდებით, დაწყებითი კლასებისთვის ზედმეტად მიმაჩნდა, რადგან მეგონა ბავშვებისათვის რთული და გაუგებარი იქნებიდა. თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. იმდენი კარგი და სასარგებლო რამ გავიგე რასაც შემდგომ ჩემ პრაქტიკაში გამოვიყენებ. ძალიან მომეწონა მოდულები და მათში მოხერხებული ნავიგაცია , გავეცანი გაკვეთილის გეგმას,რომელიც ძალზე მოხერხებულია და არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს უკვე პირადად ჩემთვის . კიდევ მომეწონა მონიშვნები. მოკლედ, ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო და მართლაც, მოლოდინს გადააჭარბა დღევანდელმა დღემ, რომ აღარაფერი ვთქვა ტრენერზე ქალბატონ დიანაზე,რომელიც დაუღალავი და ენერგიულია და ჩვენც გადმოგვდო ეს ენერგიულობა .