ტრენინგის მეცხრე დღე.
დასრულდა ინტელის ტრენინგი ,,პროექტით სწავლება“, რომელიც
მეტად ნაყოფიერი, საინტერესო და ბევრისმომცემი გამოვიდა, რაც წაგვადგება შემდგომ მუშაობასა
და პრაქტიკაში.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჯგუფში, მოვახდინეთ საკუთარი შეხედულებებისა
და შენიშვნების გაზიარება. მადლობა ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და კეთილი
რჩევებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს, რომელიც
მუხლჩაუხრელად და ენერგიულად მუშაობდა ჩვენთან, ბევრი ახალი და საინტერესო რამ შეგვასწავლა.მომავალშიც
დიდი სიამოვნებით დავუთმობდი დროს მსგავს ინოვაციურ ტრენინგზე დასწრებას.
ტრენინგი
,,პროექტებით სწავლება“ ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ბევრისმომცემი იყო
ჩემთვის.ტრენინგი ჩაგვიტარა ტრენერმა ქალბატონმა დიანა მიქაძემ საკმაოდ
საინტერესოდ და სახალისოდ. ამ ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა მოსწავლეები მეტად
დავაინტერესოთ, მეტად ჩავრთოთ სასწავლო პროცესში, სასწავლო პროცესი გავხადოთ
მრავალფეროვანი და მოსწავლისთვის მიმზიდველი. შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ
აზროვნება, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის,შეფასებისა და სინთეზის უნარი,
ჩამოუყალიბდებათ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.
პროექტის დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს.შევისწავლეთ,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი.ავირჩიეთ პროექტის თემა. შევიმუშავეთ შესაბამისი
სტანდარტები და ინდიკატორები, ჩამოვაყალიბეთ სასწავლო ამოცანები, მოვახდინეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. შევქმენით ბროშურის ნიმუში,მოსწავლის დამხმარე pover point-ში გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს,შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
ვისწავლეთ,როგორ მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესში ინტეგრირება. შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, გავიგეთ, როგორ გამოვიყენოთ ფოტო, ვიდეო აუდიო
რესურსი.განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზე.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავეცანით შეფასების რუბრიკებს.ვისწავლეთ სქემის სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე . პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, მოვისმინეთ ტრენერისა და კოლეგების
შეფასებები და დავასრულეთ პროექტზე მუშაობა
Comments
Post a Comment