Posts

მზია ალავიძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული.
ტრენინგის მეცხრე დღე. დასრულდა ინტელის ტრენინგი ,,პროექტით სწავლება“, რომელიც მეტად ნაყოფიერი, საინტერესო და ბევრისმომცემი გამოვიდა, რაც წაგვადგება შემდგომ მუშაობასა და პრაქტიკაში.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჯგუფში, მოვახდინეთ საკუთარი შეხედულებებისა და შენიშვნების გაზიარება. მადლობა ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და კეთილი რჩევებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს, რომელიც მუხლჩაუხრელად და ენერგიულად მუშაობდა ჩვენთან, ბევრი ახალი და საინტერესო რამ შეგვასწავლა.მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავუთმობდი დროს მსგავს ინოვაციურ ტრენინგზე დასწრებას.        ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება“ ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის.ტრენინგი ჩაგვიტარა ტრენერმა ქალბატონმა დიანა მიქაძემ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ. ამ ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, მეტად ჩავრთოთ სასწავლო პროცესში, სასწავლო პროცესი გავხადოთ მრავალფეროვანი და მოსწავლისთვის მიმზიდველი. შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება, ინფორმაციის
ტრენინგის მერვე დღე. დღევანდელი დღე მეტად საინტერესო გამოგვივიდა. ვისწავლეთ საკუთარ ბლოგზე ნამუშევრების ატვირთვა, აგრეთვე googl drive-ში ატვირთვა. იქვე ვიმუშავეთ და ვისწავლეთ ბლოგზე ბმულის მიბმა. თვალი გადავავლეთ საკუთარ ნამუშევრებს და პრეზენტაციას.
ტრენინგის მეშვიდე დღე. დღეს გავეცანით შეფასებასა და ფასილიტაციას.აგრეთვე, განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სწავლებას, რომელიც მეტად საჭირო და აუცილებელია სასწავლო პროცესის დროს. შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი და სრულყოფაში მოვიყვანეთპროექტის გეგმის შაბლონი. დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი გამოვიდა.
ტრენინგის მეექვსე დღე. დღეს ვიმუშავეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების გაგზავნაზე გავიარეთ უკუკავშირის ძირითადი კურსი, განვიხილეთ მეოთხე მოდული
ტრენინგის მეხუთე დღე. დღეს გავიარეთ მესამე მოდული და ვიმუშავეთ შემდეგ საკითხებზე: ჩემი პროექტის პრეზენტაცია, საავტორო უფლებების ტესტი, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის, რა არის საავტორო უფლებები. დეტალურად გავეცანით თითოეულ საკითხს და მეტად საინტერესო გამოვიდა, რაც დაგვეხმარება შემდგომ მუშაობაში
ტრენინგის მეოთხე დღე. დღეს განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას თავისი მეთოდებით.ესენია: 1)მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების სტრატეგია;2)წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგია; 3)პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები; 4)სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის; 5) გაგებისა და უნარების შემოწმების სტრატეგიები. გავიგეთ, რომ პირველი ოთხი სტრატეგია განმავითარებელ შეფასებას მიეკუთვნება, ხოლო მეხუთე უკვე განმსაზღვრელს.